მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ მხატვრული ტექსტის გააზრებასა და მნიშვნელოვანი დეტალების შეფასებას. დაახასიათებენ პერსონაჟების ქმედებებს წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში. განივითარებენ დისკუსიის წარმართვის უნარ-ჩვევებს,.
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორები:
ქართ. VI. 2. მოსწავლეს
აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების
უნარი.
·
ასახელებს მისთვის
აზრობრივი და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვან ეპიზოდებს, გამონათქვამებს და ახდენს
მათს ინტერპრეტირებას;
· აფასებს პერსონაჟების
ქმედებას კონფლიქტურ, წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში;
ქართ.
VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური
და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
· იყენებს
მოცემულ კულტურულ გარემოში მოქმედ წესებს, ეტიკეტურ ნორმებსა და შესაბამის სტრატეგიებს
ამა თუ იმ თემის პრეზენტაციის, დისკუსიის, კამათის დროს და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით
აზრის გამოთქმისას;
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
აქტივობა 1
გონებრივი იერიში -მთავარი სიტყვის ამოცნობა: ,,შედევრი“. (8 წთ.) დანართი 1.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია და განმარტეს, რა არის ხელოვნება, შედევრი, დაასახელეს მაგალითები (ხელოვნება — ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. ხელოვნების დარგებია: არქიტექტურა, გრაფიკა, დეკორატიული ხელოვნება, თეატრი, კინოხელოვნება, ლიტერატურა, მუსიკა, სკულპტურა, ფერწერა, ფოტოგრაფია, ქორეოგრაფია.
შედევრი (ფრ. chef-d'œuvre,) «უმაღლესი ნამუშევარი», «გვირგვინი შრომისა» — უნიკალური, განუმეორებელი ქმნილება, ხელოვნების უმაღლესი ნიმუში, საუკეთესო ოსტატობა. ყველაზე ხშირად შედევრებს უწოდებენ ხელოვნების ნიმუშებს, ასევე მიღწევებს არქიტექტურაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ლეონარდო და ვინჩის ,,მონა ლიზა“, ვეროკიოს ,,ნათლისღება“, მიქელანჯელის ,,საიდუმლო სერობა“, სერვანტესის ,,დონ კიხოტი“, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“, სვეტიცხოველი, ელგუჯა ამაშუკელის ,,ქართვლის დედა“, ზაქარია ფალიაშვილის ,,აბესალომ და ეთერი“, ,,დედაენის“ ძეგლი თბილისში, ქვის უზარმაზარი წიგნი მწერლის მშომლიურ ქალაქ გრინსბოროში მისი მოთხრობის ,,მოგვთა საჩუქრების" მიხედვით აგებული.
ადამიანები მიისწრაფიან შემოქმედებისკენ და უყვართ რაღაცის შექმნა საკუთარი ხელებით. ნამდვილი შედევრი ეს არის ღირებული, ოსტატისათვის ტიტულის მიმნიჭებელი, ყველა ადამიანის სულში ჩამწვდომი, საერთო ხარისხის მქონე ქმნილება.
სლაიდების ჩვენება: 2-7 სლაიდი
გაკვეთილის B ფაზა - ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2.
სქემის ,,მოვლენათა ჯაჭვის“ მიხედვით მოსწავლეები ტექსტში გამოყოფენ და აფასებენ აზრობრივად დასრულებულ მონაკვეთებს. (10 წთ.) დანართი 2
1. ხელოვანთა კოლონიის დაარსება. ვაშინგტონ სკვერის დასავლეთით, ერთ პატარა უბანში არის მიღრეცილ-მოღრეცილი ქუჩები, ერთმანეთისაგან მრავალგზის გადაჭრილ-გადაკვეთილნი, დაქუცმაცებული პატარ-პატარა ნაწილებად, რომლებსაც ,,გასასვლელებს“ უწოდებენ. ჰოდა, ამგვარად მიმზიდველი გრინვიჩ-ვილიჯისაკენ ( დღევანდელი ქვემო მანჰეტენი) დაიძრნენ ხელოვანნი. ისინი დაეხეტებოდნენ მის ქუჩებში, ეძებდნენ იაფფასიან ბინებს მეთვრამეტე საუკუნის ფრონტონებით, ჰოლანდიური სხვენებით და ჩრდილოეთისაკენ გადამყურე ფანჯრებით. შემდეგ მეექვსე ავენიუდან გადმოტვირთეს რამდენიმე სპილენძის ტოლჩა, ორიოდე დაფა და დააარსეს ,,კოლონია”. შეფასება: ეს უბანი ხელოვანთათვის იყო მყუდრო და შემოქმედებითი ასპარეზისათვის ხელსაყრელი ადგილი. განსაკუთრებით ეტანებოდნენ ამ ადგილს მხატვრები, ამიტომაც მოაწყო ორმა მხატვარმა გოგონამ ზიარი სახელოსნო აგურის სამსართულიანი სახლის თავზე. სიუ და ჯონსი ერთნაირი გემოვნების მხატვრები აღმოჩნდნენ. მართალია, შეკვეთებს იშვიათად იღებდნენ და ამიტომ ხშირად საჭმლის ფულიც არ ჰქონდათ. მაგრამ ცხოვრება მაინც უყვარდათ, უხაროდათ, როცა მათი ნახატები ადამიანებს მოსწონდათ და თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობდნენ.
2. პნევმონია ქალაქში. ეს
იყო მაისში.
ნოემბერში, კოლონიას ცივი, უხილავი უცნობი
ესტუმრა, რომელსაც ექიმები პნევმონიას
ეძახდნენ. ეს ვაჟბატონი ხან
ერთს, ხან
მეორეს შეახებდა თავისი ყინულის თითებს.
აღმოსავლეთ უბანში
იგი უშიშრად
დააბიჯებდა და
ათასობით მისი
მსხვერპლი ემშვიდობებოდა სიცოცხლეს, მაგრამ როგორც
კი ფეხი
შეადგა ვიწრო
და ხავსმოდებული ,,გასასვლელების” ლაბირინთში, ნაბიჯს
მოუკლო. ვერ ვიტყვით,
რომ მისტერ
პნევმონია დიდად
ზრდილობიანი მოხუცი
ჯენტლმენი გახლდათ.
შეფასება: პნევმონია, ფილტვების ანთება, მის განვითარებას ხელს უწყობს გაციება, იწვევს ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც ფილტვებში უმთავრესად ბრონქებიდან ხვდება. იწყება მწვავედ, ხშირად გაცივების შემდეგ ავადმყოფს აღენიშნება ძლიერი შემცივნება; სხეულის ტემპერატურა მატულობს 39-40 გრადუსამდე; XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ეს დაავადება ძალიან საშიში აღმოჩნდა ნიუ-იორკის მაცხოვრებელთათვის. ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ გრინვიჩ-ვილიჯის უბანში ავადმყოფობამ თითქოსდა უკან დაიხია.
3. ჯონსი უარს ამბობს სიცოცხლეზე. – არა, რამდენიმე დღეში მოვკვდები. „თორმეტი, თერთმეტი,,, ათი, ცხრა… რვა
და შვიდი“.
გუშინ 19 ფოთოლი
ება, დღეს
შვიდიღა შერჩენია. ეჰ! კიდევ ერთი
მოწყდა. ექვსი
დარჩა! როგორც კი
უკანასკნელი ფოთოლი
მიწაზე დაეცემა,
მე მოვკვდები. დავიღალე ლოდინით, ფიქრით.
მინდა განვთავისუფლდე, დავისვენო და მეც
იმ საბრალო
დაქანცული ფოთლების მსგავსად დავეშვა დაბლა.
შეფასება: ჯონსის ავადმყოფობა ადვილად მოერია, რადგან ის პატარა, სისხლნაკლული ქალი იყო, ამავე დროს მას არ ჰქონდა ავადმყოფობასთან ბრძოლის სურვილი და როგორც ექიმი განმარტავს, თუ პაციენტს თვითონ არ სურს სიცოცხლე, მაშინ ყოველგვარი წამლის განმკურნავი ძალა ორმოცდაათი პროცენტით კლებულობს. ჯონსი უსურვაზის ხეზე ფოთლებს ითვლის, დეპრესიაშია და ჰგონია, რომ ბოლო ფოთლის ჩამოვარდნისას თვითონაც მოკვდება. 4. ბერმანის უკანასაკნელი ფოთოლი. მისტერ ბერმანი დღეს, სავადმყოფოში გარდაიცვალა პნევმონიით. მხოლოდ ორი დღე იავადმყოფა. წინა დღეს დარაჯმა იპოვა იგი. ოთახში ეგდო ძალ-ღონე გამოცლილი. ტანსაცმელი მთლად სველი და ყინულივით ცივი ჰქონდა. ვერაფრით მიმხდარიყვნენ, სად იყო მოხუცი იმ საშინელ ღამეს. შემდეგ კი – უპოვიათ ჯერ კიდევ ანთებული სანათი, ადგილიდან გადადგმული კიბე, აქეთ-იქეთ გაფანტული რამდენიმე ფუნჯი და პალიტრა, ერთმანეთში შერეული მწვანე და ყვითელი საღებავებით, აბა გაიხედე სარკმელიდან, ძვირფასო; შეხედე უსრუვაზის უკანასკნელ ფოთოლს; არ გიკვირს, რად არ შრიალებს, არ ირხევა იგი, როდესაც ქარი უბერავს? ოო, ძვირაფსო, ეს ბერმანის შედევრია. იმ ღამეს დახატა, როდესაც უკანასკნელი ფოთოლი ჩამოვარდა. შეფასება: მოხუცი ბერმანის გამოჩენა სიახლის მოლოდინს ქმნის ტექსტში. მოსწყდება თუ არა უსურვაზს ბოლო ფოთოლი? არის თუ არა უკანასკნელ ფოთოლსა და ჯონსის სიცოცხლეს შორის რაიმე კავშიერი და გადარჩება თუ არა ჯონსი?) 5. ჯონსი გამოჯანმრთელდა. (- რა ცუდი გოგო ვიყავი, სიუდი, - თქვა ჯონსიმ. - რაღაც ძალამ შეაჩერა ფოთოლი, რომ ეჩვენებინა ჩემთვის, რა უგუნური ვარ. სიკვდილის ნატვრა თურმე ცოდვაა. ეხლა კი მომიტანე ცოტა ბულიონი, ცოტა რძეც, __ მაგრამ არა, ჯერ სარკე მომეცი, ბალიშები შემომიწყვე გარშემო. ცოტათი წამოვჯდები და გიყურებ, როგორ მზარეულობ. შეფასება: ფოთოლი იბრძვის სიცოცხლისათვის. ჯონსიმაც უნდა იბრძოლოს, იცოცხლოს და შექმნას თავისი საოცნებო შედევრი ,,ნეაპოლის უბე”. ნეაპოლი (იტალ. Napoli, ნეაპ. Nàpule, ბერძნ. Νέα Πόλις „ნეა პოლის“ - ახალი ქალაქი) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონისა და ნეაპოლის პროვინციის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ტურისტების სიმრავლით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ნეაპოლის ყურეში.) სლაიდი 8-13 |
აქტივობა 3
ჯგუფური
მუშაობა: პერსონაჟის რუკა:
(10 წთ.) დანართი 3.
I-ჯგუფი: ჯონსი - უიმედო პაციენტი II-ჯგუფი: ბერმანი -უიღბლო მხატვარი I-ჯგუფი: ჯონსი
როგორია თავიდან პერსონაჟი? (ძალიან დასუსტებული, უიმედო, ისედაც სისხლნაკლული
წინააღმდეგობას ვერ უწევდა ამ ვერაგ დაავადებას . სიცხიანი ქალი გაუნძრევლად იწვა
შეღებილი რკინის საწოლზე და პატარა სარკმლიდან გაჰყურებდა მეზობელი სახლის ყრუ კედელს.
ის უარს ამბობს სიცოცხლეზე.)
როგორია პერსონაჟი ბოლოს? (მხიარული, უხარია სიცოცხლე.) როგორ შეიცვალა პერსონაჟი? ( ბოლო ფოთოლი არ ვარდებოდა, არც დღეს, არც მეორე დილას, არც საღამოს და ეს იმედს აძლევდა ჯონსის, რომ იცოცხლებდა. რამდენიმე დღეში ჯონსი მობრუნდა და სიცოცხლის სურვილი გაუჩნდა.) რატომ შეიცვალა პერსონაჟი? (ჯონსი მიხვდა, რომ ეგოისტურად იქცეოდა. მიხვდა, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა ღირდა.)
II-ჯგუფი: ბერმანი
როგორ გამოიყურება პერსონაჟი? (მოხუცი ბერმანი- უიღბლო მხატვარი, სამოც წელს გადასცილებოდა. მიქელანჯოლოს მოსესავით ხუჭუჭა წვერი, სატირის თავიდან პატარა ქონდრისკაცის ტანამდე ჰქონდა ჩამოგრძელებული.) რას ფიქრობენ და ამბობენ მასზე? (ამბობდნენ, რომ ის ლოთი, ბრაზიანი და ეგოისტი იყო. ახალგაზრდა მხატვრები მას ცოცხალ მოდელად იყენებდნენ.) რას ამბობს და რას ფიქრობს პერსონაჟი? (ბერმანი მუდამ თავის მომავალ შედევრზე ლაპარაკობდა, რომელიც ჯერ დაწყებულიც კი არ ჰქონდა. წლების მანძილზე არაფერი დაეხატა, გარდა უხეირო სურათებისა. როცა ჯონსის ახირებული ფანტაზიის შესახებ გაიგო, აყვირდა: ნუთუ ამქვეყნად იმდენად ბრიყვებიც არიან, რომლებსაც სიკვდილი გადაუწყვეტიათ მხოლოდ იმის გამო, რომ წყეულ უსურვაზს ფოთლები სცვივა? გაუგონარი ამბავია. რატომ მიეცით ნება, ასეთი სისულელე მოსვლოდა თავში? ოჰ, საწყალი პატარა ჯონსი.) რას აკეთებს პერსონაჟი? (მიუხედავად საშინელი ამინდისა, ბერმანი ავადმყოფის ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს აგურის კედელზე ხატავს უკანასკნელ ფოთოლს, როგორც ჯონსის უკანასკნელ იმედს და ამავდროულად თავის უკანასკნელ შედევრს, დიდი ხელოვნების პატარა ნიმუშს, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა.) სლაიდი 14-15
გაკვეთილის
C
ფაზა
- რეფლექსია
|
აქტივობა 4
დისკუსია: ბერმანის კეთილი ტყუილი - ედვარდ
დე ბონოს აზროვნების ექვსი ქუდის მიხედვით. (8 წთ.)
,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“ ,- ბრძანებს დიდი შოთა რუსთაველი. ეს აფორიზმი რამდენად შეეფერება ტექსტში აღწერილ ამბავს, ტყუილის ფასად გადაარჩინოს ავადმყოფი გოგონა? მოსწავლეები სურვილის მიხედვით ირჩევენ სხვადასხვა ფერის ქუდებს და შესაბამისად აფიქსირებენ თავიანთ აზრებს. დისკუსია იწყება 1. თეთრი ქუდით (ინფორმაცია, ფაქტები, სიზუსტე), რათა განიხილოს პრობლემის ირგვლივ არსებული ფაქტი და მონაცემი. (ვერავინ გაიგო, რა იყო ჯონსის მიერ სიცოცხლეზე უარის თქმის მიზეზი, ექიმმა თქვა, რომ მას გადარჩენის მცირე შანსი ჰქონდა. მოხუცმა ბერმანმა, რომელიც გოგონებს მუდამ ნაგაზივით დარაჯობდა, თავი ვალდებულად ცნო ეს ნაბიჯი გადაედგა, ავადმყოფის გადასარჩენად ფოთოლი კედელზე მიეხატა. მართალია, მოიტყუა, მაგრამ სიცოცხლე შეუნარჩუნა ახალგაზრდა ქალს. ბერმანი მოხუცია -მიმავალი. ჯონსი ახალგაზრდაა-მომავალი.) 2. შავი ქუდის (სუსტი მხარე, კრიტიკა, სიფრთხილე) მიხედვით ეს ინფორმაცია განიხილება ნეგატიური კუთხით. (ტყუილი, ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება იყოს კეთილი, ყველას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე, თუნდაც ჯანმრთელობის შესახებ. თანაც ბერმანს არ ჰქონდა გარანტია, რომ ჯონსი ვერ მიხვდებოდა მის ტყუილს, ხომ შეიძლებოდა უარესად გამხდარიყო. ბერმანმა დაუფიქრებლად დაღუპა თავისი თავი გოგონას ახირების გამო.) ამის შემდეგ დგება 3. ყვითელი ქუდის (ოპტიმიზმი, ძლიერი მხარე, ღირსებები) ჯერი, არსებულ ინფორმაციაში პოზიტიური მხარეების დანახვა. (ბერმანის საქციელი ნებისმიერ შემთხვევაში სწორია. მისი სურვილი იყო შეექმნა რაიმე შედევრი, როცა ეს ვერ აისრულა, გალოთდა. ახლა კი შანსი მიეცა, ცხოვრებაში გაეკეთებინა რაღაც ღირებული, ეხსნა ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბერმანის დახატული უკანასკნელი ფოთოლი იყო მისი დიდებული უკანასკნელი შედევრი, რომელზედაც ოცნებობდა. ხელოვნება კი ზოგჯერ სიცოცხლესაც ითხოვს საფასად. ბერმანმა თავისი კეთილი ტყუილით უკვდავყო თავისი სახელი.) პრობლემის განხილვის შემდეგ ხდება იდეების გენერირება 4. მწვანე ქუდი (იდეები, წინადადებები, ალტერნატივები). იდეები მიმართულია პოზიტიური მხარეების გაძლიერებისკენ. (ბერმანი ჯერ არ ფიქრობს სიკვდილზე, მაგრამ ფიქრობს შედევრზე, რომელსაც მალე დახატავს და გოგონებსაც წაიყვანს ამ საშინელი ადგილიდან, მაგრამ იმას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ჯონსის გადასარჩენად მის მიერ კედელზე მიხატული უკანასკნელი ფოთოლი მისი საოცნებო შედევრი იქნებოდა. ჯონსიმ დაამარცხა სიკვდილი. ბერმანმა კი თავისდაუნებურად შექმნა დიდებული შედევრი. სხვა გზის მოძებნაც შეიძლებოდა, მაგრამ დრო არ ითმენდა, ფოთოლი იმ ღამეს აუცილებლად მოწყდებოდა, (მოწყდა კიდეც), ჯონსის სიცოცხლე ბერმანზე იყო დამოკიდებული. ბერმანი სასწაულს ელოდა და ეს სასწაულიც მოხდა.) 5. წითელი ქუდი - გრძნობების,ინტუიციის, ემოციის თავისუფლად გამოხატვაა. (ბერმანს ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა. ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ზოგჯერ თვითშთაგონება ისე ძლიერია, რომ შეიძლება ფიქრი რეალობად იქცეს. ვინ იცის, რა მოხდებოდა, ჯონსის მოწყვეტილი ფოთოლი რომ ენახა. ბერმანმა უანგარო მეგობრობას შესწირა თავი და ამით დიდებული ძეგლი დაუდგა ჰუმანურობას, თავგანწირვას. ტყუილი, რომელიც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება, არ შეიძლება იყოს უარყოფითი. ტყუილი საშიში მაშინ არის, როცა სხვის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ბერმანი კეთილია და თავდადებული) ბოლოს 6. ლურჯი ქუდი (კონტროლი, მართვა, ორგანიზება) - მასწავლებელი აჯამებს შედეგებს. რუსთველი ამბობს: ,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“- მატყუარას სახელი სასიამოვნო არ არის და არც სასურველი, მაგრამ ბერმანის შემთხვევა სულ სხვაა. თავისი კეთილი ტყუილით მოხუცმა სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა ჯონსის, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. ,,ყუნწთან ჯერ ისევ მწვანე, ნაპირებთან კი ოდნავ დამჭკნარი, ლპობაშეპარული, დაკბილული და გაყვითლებული, იგი მაინც ეკიდა მიწიდან ოციოდე ფუტის სიმაღლეზე“ -ეს ფოთოლი სიმბოლოა მოხუცი ბერმანისა. მართალია, მოხუცია, მაგრამ მას ჯერ კიდევ შესწევს უნარი შექმნას ცხოვრებაში ღირებული, ნამდვილი შედევრი. თუ ხელოვნება სინამდვილის მხატვრული ასახვაა, უკანასკნელი ფოთოლიც ასახვაა და არა ტყუილი, მხატვრული სახე მხატვრის ჩანაფიქრისა. ეს ნოველა ადამიანურ ურთიერთობებზეა დაწერილი. ესაა ნოველა სხვების სასიკეთოდ ცხოვრებაზე, ხელოვნების განსაცვიფრებელ ძალაზე, ნამდვილ მეგობრობაზე, სხვა ადამიანების სიყვარულზე, მსხვერპლის გაღებაზე, მშვენიერ სიცოცხლეზე. რომელთა გარეშე ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა. ბერმანმა დიდებული შედევრი შექმნა-დიდი ხელოვნების პატარა ნიმუში. უილიამ სიდნი პორტერის, იგივე ო’ჰენრის სათქმელიც ესაა: რწმენა და სიყვარული ადამიანებისა - ესაა შემოქმედების გვირგვინი. ო, ჰენრის ეს ნოველა შესულია მის კრებულში ,,ანთებული ლამპარი“. მწერლის ბოლო სიტყვებიც ეს იყო: ,,აანთეთ სანთელი - სიბნელეში სიკვდილი არ მინდა“. ,,უკანასკნელი ფოთოლი“ სინათლის, კაცთმოყვარეობის სიმბოლოა. ის ყველა ქართველის საყვარელი ნაწარმოებია და დღესაც დიდი ინტერესით იკითხება. სლაიდი 16-23 |
აქტივობა 5
სინკვეინი (3
წთ.)
ნოველა სევდიანი, მგრძნობიარე ანათებს, გვაოცებს, გვამაღლებს დიდი ხელოვნების პატარა ნიმუში შედევრი |
გაკვეთილის შეჯამება-შეფასება. (2 წთ.)
საშინაო დავალება: როგორ წარიმართებოდა ამ გმირების ცხოვრება შემდგომში? გააგრძელებდნენ თუ არა სიუ და ჯონსი მეგობრობას? შეძლებდნენ თუ არა შედევრის შექმნას? დასაწერი თემა: სიუ და ჯონსი 10 წლის შემდეგ (1 წთ.)
შეფასება: განმსაზღვრელი. შეფასების სქემის მიხედვით დანართი 5.
რესურსები:
სასწავლო მასალა : სახელმძღვანელო, ,,უკანასკნელი ფოთოლი“ სრული ტექსტი, სქემები, სხვადასხვა ფერის ექვსი ქუდი.
ტექნიკური რესურსი : კომპიუტერი, ინტერნეტი,
ანგარიში ჩატარებული გაკვეთილის შესახებ
გაკვეთილის ჩატარების დღე : 1 ივნისი, 2016 წელი
სკოლა : ჭკადუაშის საჯარო
კლასი : მეექვსე
მასწავლებელი : ნატო ქანთარია
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
გაკვეთილის თემა: ო, ჰენრის ,,უკანასკნელი ფოთოლი” - დიდი ხელოვნების პატარა ნიმუში
მისაღწევი შედეგები თავდაპირველი გეგმის მიხედვით : მოსწავლეს
შეუძლია მხატვრული ტექსტის გააზრება და არსებითი დეტალების შეფასება. აფასებს პერსონაჟების ქმედებას წინააღმდეგობრივი ხასიათის მქონე ეპიზოდებში. ფლობს დისკუსიის ხელოვნებას
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
1.
გონებრივი იერიში -მთავარი სიტყვის ამოცნობა:
2.
სლაიდ- შოუ
3.
სქემა ,,მოვლენათა ჯაჭვი“
4.
ჯგუფური მუშაობა:
/პერსონაჟის რუკა:
5. დისკუსია: ბერმანის კეთილი ტყუილი - ედვარდ დე ბონოს
,,აზროვნების
ექვსი ქუდის” მიხედვით.
6.
სინკვეინი
7.
წასვლისწინა ბარათების შევსება
ძირითადი სასწავლო რესურსები:
ძირითადი სასწავლო რესურსები:
სასწავლო მასალა : სახელმძღვანელო, ,,უკანასკნელი
ფოთოლი“ სრული ტექსტი, სქემები, სხვადასხვა ფერის ექვსი ქუდი.
ტექნიკური რესურსი : კომპიუტერი, ინტერნეტი,
ტექნიკური რესურსი : კომპიუტერი, ინტერნეტი,
გაკვეთილის შედეგები : მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე: შეძლეს წაკითხული ტექსტის გაგება და გააზრება. სრულყოფილად შეავსეს სქემები, გააკეთეს კარგი პრეზენტაციები; აქტიურად ჩაერთვნენ ტექსტის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. განსაკუთრებით კმაყოფილი დავრჩი სქემებზე მუშაობის ხარისხით. მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე , მათ პროდუქტულ ინტერაქციაზე დიდი გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა ინოვაციურმა მეთოდმა: ,,აზროვნების ექვსი ქუდი“. გაკვეთილის
სამივე ფაზაში ბავშვები იყვნენ მუდმივად მოტივირებულნი, სიამოვნებით ასრულებდნენ შეთავაზებულ აქტივობებს. ბავშვებმა შეძლეს წაკითხულისადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, არგუმენტირებული მსჯელობისას ტექსტიდან სათანადო ადგილების დამოწმება. დაახასიათეს პერსონაჟები, შეაფასეს მათი ქმედებები და გააკეთეს შესაბამისი დასკვნები. განსაკუთრებით საინტერესო
იყო სლაიდების ჩვენება, ,,სინკვეინი“, მთავარი სიტყვის ამოცნობა, წასვლისწინა
ბართების შევსება. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს
მოსმენის კულტურა, პატივს სცემდნენ ერთმანეთის აზრს.
გაკვეთილის მსვლელობისას სამოქმედო გეგმა არ შეცვლილა. მოსწავლეები შეფასდნენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.
გაკვეთილი იმდენად საინტრესო აღმოჩნდა, რომ მისი ხელახლა ჩატარების შემთხვევში არაფერს შევცვლიდი.





ძალიან ჭკვიანი მასწავლებელი ხართ ,ნატო.ღმერთმა უმრავლოს თქვენისთანები ჩვენს სკოლებს.
ReplyDelete