ნატო ქანთარია
Wednesday, June 19, 2019
Monday, February 25, 2019
Sunday, June 26, 2016
პროექტი
- პროექტის სახელწოდება: ქართულ-აფხაზური ომი
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: ქართულ - აფხაზური ომის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და ამ ომში გმირულად დაღუპული ჭკადუაშელი ჯარისკაცის მერაბ გედენიძის ბიოგრაფიის გაცნობა
- პროექტის აქტუალობა: აფხაზეთის თემა დღესაც აქტუალურია. სოხუმი ქართველებისგან ისევ ძალიან შორსაა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამ გაუთავებელი კონფლიქტისა ის არის, რომ ვერ იქნა და ვერ განისაზღვრა, ვინ არიან აფხაზები, ქართველური ტომები თუ გადამთიელები, ჩვენი მოძმენი თუ მტრები. დღემდე დაურეგულირებელი კონფლიქტის შედეგია უსაფრთხოების პრობლემები, ღრმა უნდობლობის გრძნობის ჩამოყალიბება, ადამიანების დევნილობაში ყოფნის გახანგრძლივება და ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხება.
- პროექტის მიზნები: აფხაზეთის დაკარგვასთან დაკავშირებული საკითხების, ომის დაწყების მიზეზებისა და შედეგების გაანალიზება. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე საკუთარი შეხედულებების გაზიარება. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის შესწავლა. ამ ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი ჯარისკაცის, თანასოფლელი მერაბ გედენიძის ბიოგრაფიის შესწავლა.
- მონაწილეთა ასაკი: VI კლასი
- ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
- მისალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები
შეძლებენ, გააცნობიერონ ომის როლი ადამიანთა ცხოვრებაში.
შეისწავლიან ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების სტრატეგიებს . შეაფასებენ ომამდელ და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.
მოამზადებენ პრეზენტაციას PowerPoint-ში. პროექტზე მუშაობის შემდეგ მოსწავლეებს
განუვითარდებათ ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ- ჩვევები. აიმაღლებენ პასუხისმგებლობის გრძნობას. გაეცნობიან იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს. შეადგენენ მარტივ შეკითხვებს ინტერვიუსათვის. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეებს გაუღრმავდებათ პატივისცემა
სამშობლოსათვის დაღუპული გმირების მიმართ. გამოკვეთენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში
დაკარგული ნდობის აღდგენის აუცილებლობას. შეიქმნება
ელექტრონული სახელმძღვანელო, ფოტო-მასალა.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი. ინტერნეტკავშირი, პროექტორი, ციფრული კამერა, ხმის ჩამწერი, საჭირო ლიტერატურა, ფორმატისა და თაბახის ფურცლები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობააქტივობა 2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემების ჩამოყალიბებააქტივობა 3. ორგანიზაციული საკითხები:· ჯგუფების შექმნა (3 ჯგუფი)· ფუნქციების განაწილება;· კონკრეტული დავალებების მიცემა.აქტივობა 4. მუშაობის დაწყება:I ჯგუფი - ტკივილამდე ნაცნობი ფრაგმენტები /აფხაზეთის ომზე მასალების შეგროვება/ ინტერვიუ სოფელში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან
II ჯგუფი - აფხაზური ენა /ომი ქართულად მეტყველებდა/
III ჯგუფი - უხმო ტკივილი... მერაბ გედენიძის ხსოვნას... ინტერვიუ დაკარგული ჯარისკაცის ოჯახის წევრებთან
აქტივობა 5.· შესრულებული სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისათვის გაცნობა, პრეზენტაცია· მოძიებული მასალის ბლოგზე განთავსებააქტივობა 6. პროექტის შეფსება:დაკვირვებისა და ანალიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:· ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება· პრეზენტაციის უნარი· მსჯელობა· წერითი სამუშაო· თანამშრომლობა - საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
დამყარდება საგნობრივი კავშირები ხელოვნებასთან, გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში.ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
· გეგმავს და ამზადებს ჯგუფურ ან წყვილურ საკომუნიკაციო ამოცანას, სხვადასხვა საშუალებით (ბიბლიოთეკის, ინტერნეტის და ა.შ. მეშვეობით) აგროვებს მასალას, გააცნობს მას ჯგუფის წევრებს და ითვალისწინებს მათს აზრს;
ქარ. VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
· ამ მიზნით ამოკრებს და ახარისხებს შესაბამის ინფორმაციას ტექსტიდან; მოიძიებს და შეარჩევს ვიზუალურ მასალას ინტერნეტით და ციფრული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შეარჩევს ფოტოებს საოჯახო ალბომებიდან, რეპროდუქციებს და სხვ.;
ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
· თემისა და რესპოდენტის გათვალისწინებით ადგენს მარტივ შეკითხვებს ინტერვიუსათვის; ატარებს მარტივი სახის გამოკითხვას კონკრეტულ თემაზე; ჩაწერს და შესაბამისად აფორმებს ტექსტს.
ს.გ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
· ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამუშაოს თანმიმდევრობას;
· მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო გადაწყვეტილების მიღებაში;
· ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე;
· განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო დროს;
· განიხილავს გეგმის რამდენიმე ვარიანტს და შეარჩევს ერთ–ერთს;
· აფორმებს სხვადასხვა საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებას; - პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი: ნატო ქანთარია
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: natoqantaria@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natoqantaria.blogspot.com
Subscribe to:
Comments (Atom)